Thursday, June 16, 2016

ტრენინგის დასასრული

ტრენინგის კურსი ნაყოფიერი იყო, აქამდეც მქონდა პროექტებზე მუშაობის გამოცდილება, მაგრამ ტრენინგის ამ კურსმა მასწავლა ნამუშევრების ორგანიზება და თავმოყრა, რაც თავისთავად დამეხმარება მომავალში პროექტის უკეთ დაგეგმვასა და მიზნის მიღწევაში.
ჩემი აზრით, პროექტით სწავლება საშუალებას მომცემს დავუკავშირო სასწავლო აქტივობები ცხოვრებისეულ გამოცდილებას და შევუწყო ხელი მოსწავლეთა თვითრეგულირებას.
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს თეონა ლოთიკაშვილს გაწეული დახმარებისა და თანადგომისათვის :*:*

ჩემი პროექტი

Wednesday, June 1, 2016

ტრენინგი "პროეტებით სწავლება" დასასრულისკენ მიდის.დღს მერვე დღეა და კიდევ ერთი აუცილებელი და საჭირო ინფორმაცია მივიღე.განვიხილე სასწავლო პროცედურები,სასწავლო პროექტის საჭირო რესურსები და შევავსე სასწავლო გეგმის შაბლონის ყველა დარჩენილი ველი.შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა.დიდი მადლობა კოლეგებსა და თეოს..

Monday, May 30, 2016

ტრენინგის მეშვიდე სესია,მსგავსად წინა სესიებისა,ფრიად მნიშვნელივანი და აუცილებელი ეტაპია პროექტებიტ მუშაობისას.http://tpdc.ge/essencials/ საიტიდან ჩამოვტვირთე მოდული 3-დან:1.გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი - MLA ფორმატი; 2.გამოყაენებული ლიტერატურის შაბლონი (მარტივი) და შევავსე.ასევე Microsoft Office PowerPoint Presentation-ში შევავსე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შაბლონი. ვის მადლობა?დიდი მადლობა საყვარელ თეოს.

Thursday, May 26, 2016

ტრენინგის მეექვსე დღეს განვიხილეთ მოსწავლის წინარე ცოდნა და დიფერენცირებული სწავლება. როგორ გადავანაწილოთ სსსმ და ნიჭიერი მოსწავლის შესასრულებელი ამოცანები და პროექტის გეგმის შაბლონში შევავსე აღნიშნული გრაფები.

Monday, May 23, 2016

მინდა აღვნიშნო,რომ ტრენინგის მე-5 დღე განსაკუთრებით საინტერესო იყო,რაც თემის აქტუალურობით განისაზღვრა.შეფასება, ვფიქრობ ყველაზე რთული ეტაპია სწავლა-სწავლების პროცესში.ტრენერის სწორად შერჩეული მიმართულების მიმცემი კითხვების დახმარებით შევძელი სწორად შემერჩია პროექტზე მორგებული შეფასების სქემები.გავაკეთე შეფასების მოკლე მონახაზი,მკაფიოდ განვსაზღვრე შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. აქვე მინდა ხაზი გავუსვა რამდენად ეფექტურია თანამშრომლობითი სწავლების მოდელი .მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს და წარმატებებს ვუსურვებ დასახული მიზნების მიღწევაში.

მეოთხე დღის რეფლექსია

tpdc.ge/essentials/საიტიდან გადმოვწერე მიმართულების მიმცემი კითხვები და ჩემი პროექტის ფარგლებში შევარჩიე შესაბამისი კითხვები.რით იყო ეს დღე მნიშვნელოვანი?რა თქმა უნდა, თემით.კითხვების სწორად დასმა განსაზღვრავს საკითხის სიღრმეებში წვდომას.ამიტომ ტრენინგის ეს დღე ნამდვილად საინტერესოდ წარიმართა.