Monday, May 30, 2016
ტრენინგის მეშვიდე სესია,მსგავსად წინა სესიებისა,ფრიად მნიშვნელივანი და აუცილებელი ეტაპია პროექტებიტ მუშაობისას.http://tpdc.ge/essencials/ საიტიდან ჩამოვტვირთე მოდული 3-დან:1.გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი - MLA ფორმატი; 2.გამოყაენებული ლიტერატურის შაბლონი (მარტივი) და შევავსე.ასევე Microsoft Office PowerPoint Presentation-ში შევავსე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შაბლონი. ვის მადლობა?დიდი მადლობა საყვარელ თეოს.
Thursday, May 26, 2016
Monday, May 23, 2016
მინდა აღვნიშნო,რომ ტრენინგის მე-5 დღე განსაკუთრებით საინტერესო იყო,რაც თემის აქტუალურობით განისაზღვრა.შეფასება, ვფიქრობ ყველაზე რთული ეტაპია სწავლა-სწავლების პროცესში.ტრენერის სწორად შერჩეული მიმართულების მიმცემი კითხვების დახმარებით შევძელი სწორად შემერჩია პროექტზე მორგებული შეფასების სქემები.გავაკეთე შეფასების მოკლე მონახაზი,მკაფიოდ განვსაზღვრე შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. აქვე მინდა ხაზი გავუსვა რამდენად ეფექტურია თანამშრომლობითი სწავლების მოდელი .მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს და წარმატებებს ვუსურვებ დასახული მიზნების მიღწევაში.
მეოთხე დღის რეფლექსია
tpdc.ge/essentials/საიტიდან გადმოვწერე მიმართულების მიმცემი კითხვები
და ჩემი პროექტის ფარგლებში შევარჩიე შესაბამისი კითხვები.რით იყო ეს დღე მნიშვნელოვანი?რა
თქმა უნდა, თემით.კითხვების სწორად დასმა განსაზღვრავს საკითხის სიღრმეებში წვდომას.ამიტომ
ტრენინგის ეს დღე ნამდვილად საინტერესოდ წარიმართა.
Wednesday, May 18, 2016
მესამე დღის რეფლექსია
პროექტის ფარგლებში მოცემული თემებს შევუსაბამე ესგ- ს სტანდარტი.ასევე საიტიდან http://tpdc.ge/essentials/ ჩამოვტვირთე" 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები" და შევიტანე გეგმის შაბლონში. როგორც ყოველთვის,ჩვენი თეო იყო გულისხმიერი,დაუზარელი და მხიარული. დიდი მადლობა.
Thursday, May 12, 2016
ტრენინგის "პროექტებით სწავლების"ფარგლებში გავეცანი სასწავლო პროცესში პროექტით სწავლების მნიშვნელობას.ხაზი გაესვა რა მიზანს ემსახურება ამ ტიპის სწავლება. შევარჩიე თემა" ეს ვაჟაა", http://tpdc.ge/essentials/ საიტიდან ჩამოვტვირთე ვორდის ფაილები(პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტი, სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი,პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა, ხოლო მეორე დღეს დავრეგისტრირდი ბლოგზე, ჩამოვტვირთე ბუკლეტის შაბლონი და სურათები ....
Subscribe to:
Posts (Atom)